GEO | ENG

ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!

კონტაქტი

ჩვენი საქმიანობა

WIC ამბები

გამოცემები

გუნდი

პარტნიორები და ქსელები

WIC ამბები

ჩვენი მეგობრები

Gender Information Network of South Caucasus

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

WIC ამბები

შიდა ქართლში მცხოვრები ახალგაზრდები ქალთა საინფორმაციო ცენტრს ესტუმრნენ

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ოფისში გაიმართა სასწავლო ვიზიტი. შეხვერის მანაწილეები იყვნენ შიდა ქართლში მცხოვრები ქართველი, ოსი და ქართულ-ოსური ოჯახების ახალგაზრდა წარმომადგენლები. ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ელენე რუსეცკაიამ უპასუხა მოსწავლეების და სტუდენტების შეკითხვებს და ასევე გაეცნო მათ პრობლემებს. ამას გარდა, მან დამსწრეებს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიაზე, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაზე, სამშვიდობო პროცესებსა და მოლაპარაკებების ფორმატებზე ესაუბრა. შეხვედრა გაიმართა პროექტის „ახალგაზრდები ცვლილებებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც საზოგადოება „ბილიკი“, ფონდ ღია საზოგადოების მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის ფარგლებში იგეგმება ახალგაზრდული ინიციატივების ცენტრის ჩამოყალიბება, ჩატარდება ტრენინგები საჭირო და საინტერესო თემებზე, შეხვედრები მოწვეულ სტუმრებთან, სასწავლო ვიზიტები და მედია ბანაკი. პროექტის მიზანია შიდა ქართლში მცხოვრები ქართველი, ოსი და ქართულ-ოსური შერეული ოჯახების ახალგაზრდების სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდა, მოტივაციის და მათ აქტიური და ეფექტური მონაწილეობის ხელშეწყობა ადგილობრივი მთავრობის დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

2019-02-20

წინა გვერდი 

ჩვენი საქმიანობა   I    WIC ამბები   I    გამოცემები   I    გუნდი   I    პარტნიორები და ქსელები   I    კონტაქტი

© Copyright WIC 2022. ყველა უფლება დაცულია.

მასალების გამოყენების შემთხვევაში www.wicge.org და ავტორის მითითება სავალდებულოა

Webmaster