GEO | ENG

ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!

კონტაქტი

ჩვენი საქმიანობა

WIC ამბები

გამოცემები

გუნდი

პარტნიორები და ქსელები

WIC ამბები

ჩვენი მეგობრები

Gender Information Network of South Caucasus

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

WIC ამბები

1325-ის ლოკალიზაცია: სამუშაო შეხვედრა დუშეთის მუნიციპალიტეტში

2018 წლის 20 ნოემბერს, დუშეთის მუნიციპალიტეტში ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ადგილობრივი სათემო ორგანიზაციების, მოსახლეობის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები. სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო, დამსწრე საზოგადოებისთვის კოალიციური პროექტის „ქალები და გოგონები ძლიერი საზოგადოებისთვის“ გაცნობა და მუნიციპალიტეტში სამუშაო ჯგუფის შექმნის ხელშეწყობა, რომელიც იმუშავებს გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმაში გაწერილ რეზოლუცია 1325 ლოკალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. შეხვედრის ფარგლებში ასევე გაიმართა კონსულტაციები ადგილობრივ მოსახლეობასა და ყველა დიანტერესებულ პირებთან, მოხდა საჭიროებების გამოკვეთა, რათა აღნიშნული საკითხები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის მიერ. ქალთა საინფორმაციო ცენტრი მთელი ქვეყნის მასშტაბით მუშაობს თვითმმართველობებთან გენდერული თანასწორობის პოლიტიკისა და რეზოლუცია 1325 ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციის კუთხით. პროექტის „ქალები და გოგონები ძლიერი საზოგადოებისთვის“ მიზანია რეგიონული და ადგილობრივი ადმინისტრაციების შესაძლებლობების გაძლიერება გაეროს უშიშროების რეზოლუცია 1325 ეროვნული სამოქმედო გეგმის (NAP) ლოკალიზაციის პროცესში, ამ პროცესებში დიალოგის აქტივიზაცია და ქალთა, მათ შორის ყველაზე მარგინალიზებული ჯგუფის წარმომადგენლების გაძლიერება. პროექტის შესახებ: არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ -ს, ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“-ს კოოპერირებით, 2018 წლის ნოემბრიდან ახორციელებს პროექტს: „ქალები და გოგონები ძლიერი საზოგადოებისთვის“. პროექტის ხორციელდება საქართველოს 10 მუნიციპალიტეტი: გორი, კასპი, ხაშური, ქარელი, დუშეთი, ზუგდიდი, წალენჯიხა, საჩხერე, სტეფანწმინდა და წყალტუბო. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სამოქალაქო ფორუმების, ტრენინგების, საინფორმაციო შეხვედრების, კონფერენციების ჩატარება. ეს საქმიანობა ხელს შეუწყობს ადგილობრივ დონეზე დიალოგის გაღრმავებას და ამ პროცესში საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ჩართვას. პროექტი დაფინანსებულია აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ და უნდა განხორციელდეს გაეროს ქალთა ორგანიზაციის მონაწილეობითა და მხარდაჭერით.

2019-02-20

წინა გვერდი 

ჩვენი საქმიანობა   I    WIC ამბები   I    გამოცემები   I    გუნდი   I    პარტნიორები და ქსელები   I    კონტაქტი

© Copyright WIC 2022. ყველა უფლება დაცულია.

მასალების გამოყენების შემთხვევაში www.wicge.org და ავტორის მითითება სავალდებულოა

Webmaster