GEO | ENG

ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!

კონტაქტი

ჩვენი საქმიანობა

WIC ამბები

გამოცემები

გუნდი

პარტნიორები და ქსელები

WIC ამბები

ჩვენი მეგობრები

Gender Information Network of South Caucasus

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

WIC ამბები

1325-ის ლოკალიზაცია: სამუშაო შეხვედრა დუშეთის მუნიციპალიტეტში

2019 წლის 28 მარტს, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა დუშეთის მუნიციპალიტეტში. შეხვედრა მიეძღვნა მუნიციპალიტეტში დევნილ და კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან შეხვედრების დროს გამოვლენილი პრობლემური საკითხების ადვოკატირებას და მათზე შემდგომი რეაგირების გზების პოვნას. შეხვედრას, რომელიც დუშეთის მუნიციპალიტეტის შენობაში ჩატარდა ესწრებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი, ზურაბ სეხნიაშვილი, საკრებულოსა და მერიის, გენდერული თანასწორობის საბჭოსა და 1325 -ის ჯგუფის წარმომადგენლები. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ადგილობრივი სათემო ორგანიზაციების, მოსახლეობის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები, რომლებიც პირადად გააცნეს პასუხისმგებელ პირებს თავიანთი თემების პრობლემები. გაიმართა კონსულტაციები, რათა აღნიშნული საკითხები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის მიერ და დაისახა პრობლემების გადაჭრის კონკრეტული გზები. პროექტის შესახებ: არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ -ს, ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“-ს კოოპერირებით, 2018 წლის ნოემბრიდან ახორციელებს პროექტს: „ქალები და გოგონები ძლიერი საზოგადოებისთვის“. პროექტის ხორციელდება საქართველოს 10 მუნიციპალიტეტი: გორი, კასპი, ხაშური, ქარელი, დუშეთი, ზუგდიდი, წალენჯიხა, საჩხერე, სტეფანწმინდა და წყალტუბო. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სამოქალაქო ფორუმების, ტრენინგების, საინფორმაციო შეხვედრების, კონფერენციების ჩატარება. ეს საქმიანობა ხელს შეუწყობს ადგილობრივ დონეზე დიალოგის გაღრმავებას და ამ პროცესში საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ჩართვას. პროექტი დაფინანსებულია აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ და ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მონაწილეობითა და მხარდაჭერით.

2019-06-12

წინა გვერდი 

ჩვენი საქმიანობა   I    WIC ამბები   I    გამოცემები   I    გუნდი   I    პარტნიორები და ქსელები   I    კონტაქტი

© Copyright WIC 2022. ყველა უფლება დაცულია.

მასალების გამოყენების შემთხვევაში www.wicge.org და ავტორის მითითება სავალდებულოა

Webmaster