სამუშაო შეხვედრა ხაშურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან
2019 წლის 2 აგვისტოს, ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმოამდგენლები შეხვდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებსა და ჩორჩანასა და წაღვლის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს. შეხვედრის მიზანი იყო, საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლების ჩართულობა გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობაში და ასევე, საჭიროებათა კვლევის ინსტრუმენტის სამუშაო ვერსიის განხილვა, რომლის მეშვეობითაც მოხდება ჩორჩანასა და წაღვლის სოფლების მოსახლეობის საჭიროებათა კვლევა. შეხვედრა ჩატარდა პროექტი ,,ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მცხოვრები ქალების მონაწილეობა კარგი მმართველობისთვის ‘’ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ქალთა საინფორმაციო ცენტრი, ავსტრიის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით. |