მიმდინარე პროექტები
ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში
2023-05-03 12:24:43
პროეტის სახელწოდება: „ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“
დონორი: დანიური ორგანიზაცია კვინფო (KVINFO) და დანიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო
განხორციელების პერიოდი: 01.01.2022 – 21.12.2024
პროექტის მიზნები:
- გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე;
- ქალების გაძლიერება მუნიციპალური პოლიტიკის ფორმირების,განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში;
- ქალი პოლიტიკოსების წარმოჩენა ადგილობრივ დონეზე;
- ნეგატიური გენდერული სტერეოტიპების, ქალთა მიმართ ძალადობის მავნე პრაქტიკის თაობაზე ადგილობრვი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა