დასრულებული პროექტები
გენდერული სამართლიანობის ხელშეწყობა ქალთა პოლიტიკური ჩართულობის გაძლიერების გზით
2014-06-10 00:00:00

პროექტის მიზანი, კოალიცია „ქალთა პოლიტიკური ჩართულობისათვის“ განვითარების ხელშეწყობასთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, გენდერული თანასწორობის კუთხით, ინსტიტუციური მექანიზმის გაძლიერების მხარდაჭერაა. მის ფარგლებში დაგეგმილია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლება გენდერული თანასწორობისა და ინსტიტუციური მექანიზმის გაძლიერების მიმართულებით, მუნიციპალიტეტებს შორის კოორდინირებული მუშაობის მხარდაჭერა და ადგილობრივი თვითმმართველობის კანონმდებლობის კვლევა საქართველოს საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით.

პროექტს „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ ბრიტანული ორგანიზაცია „Oxfam“-ის საქართველოს წარმომადგენლობის მხარდაჭერით ახორციელებს. 

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner