დასრულებული პროექტები
სექსუალური შევიწროვების კვლევა საზოგადოებრივ ტრანსპორტში
2014-11-21 00:00:00

„ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ აზიის განვითარების ბანკთან ერთად ატარებს კვლევას, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში სექსუალურ შევიწროვებას - ჰარასმენტს ეხება.

კვლევა 22 აგვისტოს დაიწყო და 22 ნოემბრამდე გაგრძელდება. ის მიზნად, თბილისის მეტროებში, ჰარასმენტის მხრივ არსებული სიტუაციის კვლევას ისახავს.

კვლევის პროცესში ჩართულები არიან „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ინტერვიუერები ისევე როგორც „საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის“ მკვლევართა ჯგუფი.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner