დასრულებული პროექტები
"გაძლიერებული ქალები მშვიდობისა და განვითარებისათვის"
2014-11-21 00:00:00

"ქალთა საინფორმაციო ცენტრი" ახორციელებს ახალ პროექტს, სახელწოდებით "გაძლიერებული ქალები მშვიდობისა და განვითარებისათვის" აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით.

პროექტის ხანგრძლივობა ორი წელია და მისი მიზანია, მოხდეს სახელმწიფოს ეროვნული სამოქმედო გეგმის, გაეროს #1325 რეზოლუციის იმპლიმენტაციის პროცესის, ასევე სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის კოორდინაციის მონიტორინგი, ამაღლდეს ცნობიერება ქალთა როლის შესახებ კონფლიქტის პრევენციის პროცესში, ასევე, გაიზარდოს კონფლიქტის შედეგად ადგილნაცვალი და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალების წვდომა განათლებაზე და მოხდეს მათი კონომიკური გაძლიერება.

გარდა ამისა, პროექტის ერთერთ მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდა ჟურნალისტების ცნობიერების ამაღლებას, მათი გადამზადებისა და შემდგომ გაძლიერებას.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner