დასრულებული პროექტები
,,ქალების ხმა გადამწყვეტია“
2016-08-08 00:00:00

პროექტი ,,ქალების ხმა გადამწყვეტია“ ხორცილდება ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ, ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ მხარდაჭერით.

 

პროექტის მიზანია ქალაქ ამბროლაურში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველ ქალთა მონაწილეობის გაზრდა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საინფორმაციო, საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებების განხორციელება, რომლის მეშვეობით გაიზრდება ქალაქ ამბროლაურში ამომრჩეველ ქალთა ინფორმირებულობის დონე საარჩევნო პროცესებზე, ამაღლდება პოლიტიკური კულტურის დონე, რაც ხელს შეუწყობს ამომრჩეველ ქალთა ინფორმირებულ გადაწყვეტილებას და მოტივაციის გაზრდას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისათვის. პროექტით დაგეგმილი ღონისძიებები შეამცირებს არჩევნებში ქალებისა და მამააკაცების აქტივობას შორის –20%-იან სხვაობას, რომელიც დაფიქსირდა ადგილობრივი არჩევნების დროს ქალაქ ამბროლაურში.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner