დასრულებული პროექტები
“თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული პოლიტიკის გაძლიერება“
2017-03-28 00:00:00

პროექტი “თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული პოლიტიკის გაძლიერება“ ხორციელდება ქალთა საინფრომაციო ცენტრის მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, გაეროს ერთობლივი პროექტის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში.

პროექტის მიზანია თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული პოლიტიკის გაძლიერება, რაც გულისხმობს თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას, ასევე გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმის ჩამოყალიბებას.

პროექტი განხორციელდა 2016 წლის სექტემბრიდან 2017 წლის მარტის ჩათვლით.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner