დასრულებული პროექტები
,,ასე უფრო მარტივია''
2017-07-06 00:00:00

პროექტი ,,ასე უფრო მარტივია’’ განხორციელდა ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ საქართველოს ლატარიის კომპანიის მხარდაჭერით. პირველი ეტაპი წარმატებით განხორციელდა: 6 სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცა სარეცხი მანქანა; ასევე, საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადაეცა ბოდბისხევში მდებარე მოხუცთა პანსიონს, სადაც 12 მოხუცი ცხოვრობს.

პროექტის ,,ასე უფრო მარტივია’’ მეორე ეტაპისთვის განხილულ იქნა საქართველოს ლატარიის კომპანიის მიერ მოწოდებული და ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ შერჩეული ბენეფიციარი ოჯახები , საიდანაც შეიჩა 12 მათგანი, საქართველოს ოთხ რეგიონში. პროექტის ,,ასე უფრო მარტივია’’ მეორე ეტაპის მიზანია, გაუმარტივოს ცხოვრება სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახებს.

პროექტის მეორე ეტაპი განხორციელდა 2017 წლის 18 მაისიდან 20 ივნისის ჩათვლით.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner