დასრულებული პროექტები
ქალთა მოძრაობის ისტორია
2018-10-29 00:00:00

ფილმში წარმოდგენილია სხვადასხვა თაობის 14 ფემინისტის ინტერვიუ, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ბოლო ოცი წლის მანძილზე ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის კუთხით ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში. ფილმში აისახა თბილისსა და საქართველოს რეგიონებში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების, საინიციატივო ჯგუფების, აქტივისტების საქმიანობა, რომელთა მუშაობამ და მოღვაწეობამ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოახდინა ქალთა უფლებების კუთხით, როგორც საკანონმდებლო დონეზე, ისე ადგილობრივ თემში, მოსახლეობის ინფორმირებისა და დახმარების კუთხით.

მომზადდა ფილმის მოკლე ხუთ წუთიანი ვერსია, რომელიც ნაჩვენები იქნა ქალაქ კიევში ფორუმზე „თაობათა შორის დიალოგი“ (24–26 ნოემბერ 2017).

პროექტი "ქალთა მოძრაობის ისტორია" მიზნად ისახავდა დოკუმენტური ფილმის მომზადებას ქალთა მოძრაობისა და ფემინიზმის განვითარების შესახებ მეოცე საუკუნის 90-იან წლებში. ფილმში წარმოდგენილია სხვადასხვა თაობის ქალთა უფლებება დამცველები და მათი მუშაობა.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner