Women can,
Women act,
Women change!
WIC NEWS
WIC-ის ვიზიტი ხაშურის მუნიციპალიტეტში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში
2023-01-26 14:44:02

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ღონისძიება ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტების მენეჯერმა, თეონა ჩიქოვანმა გახსნა. 

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, WIC-ის მიერ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის, გენდერული სტერეოტიპებისა და ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ხუთ მუნიციპალიტეტში ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.

კვლევა წარადგინეს: ლელა ხომერიკმა და მაია კუპრავა-შარვაშიძემ. ექსპერტებმა ქალების პოლიტიკური მონაწილეობის ზრდა, გენდერული კვოტირების მექანიზმის პოზიტიური გავლენა პოლიტიკურ ცხოვრებაზე და მავნე გენდერული სტერეოტიპების შემცირებული დინამიკა განიხილეს.

ღონისძიებას მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილების მიმღები პირები,  ხაშურის გენდერული საბჭოს და საკრებულოს, მათ შორის, ამერიკის კუთხის წევრები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პრეზენტაცია დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა. დამსწრეებმა კვლევის შესახებ მათი შეფასებები გააზიარეს და ამასთან, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიღწევის გზებსა და მომავალი თანამშრომლობის გეგმებზე იმსჯელეს.

პროექტის მიზანია კვლევებზე დაფუძნებული საინფორმაციო კამპანიის წარმოება. ქალთა საინფორმაციო ცენტრმა კვლევა ხაშურში, ბოლნისში, ქედაში, ზუგდიდსა და ხარაგაულში ჩაატარა. 

კვლევა ჩატარებულია პროექტის ფარგლებში „ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი პოლიტიკის განხორციელებაში“, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO -სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

On July 26, 2019, representatives of the Women's Information Center organized a focus group in Kobuleti Municipality that included local leaders and women entrepreneurs who use / do not use the Women's Room Service.The purpose of the focus group was to evaluate the use of women's room services in the municipality for effective planning of further work.

On May 29th, Embassy of Georgia to the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland, held the Independence Day Reception and the exhibition on the occasion of the 100th Anniversary of Georgian Parliamentarism. Along with other exhibits, the documentation and photo materials depicting the life and work of women members of Georgia’s first independent Constituent Assembly of 1919-1921 were exhibited. 

Right Banner