თბილისის საკრებულოსთან, მერიასთან და თბილისის რეგიონალური გამგეობის წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობით, რამდენიმე მიზანი იქნა მიღწეული.გენდერული თანასწორობის ინსტიტუციონალური მექანიზმები დაფუძნდა თბილისის მუნიციპალიტეტში-გენდერული თანასწორობის საბჭო ჩამოყალიბდა საკრებულოს განკარგულებით.
სასწავლო ვიზიტი გერმანიაში- „გენდერული თანასწორობის საკითხები ადგილობრივ სამთავრობო დონეზე“ GIZ-ის მხარდაჭერით იყო ორგანიზებული.დელეგაციის წამყვანი იყო ქალთა საინფორმაციო ცენტრი.ვიზიტის მიზანი იყო გენდერული მეინსტრიმული პროცესის , იმ საშუალებებისა და მექანიზმების გაცნობა, რომლებიც გამოიყენება ადგილობრივი და ეროვნული მთავრობის მიერ გერმანიაში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გაუმჯობესების მხარდასაჭერად.
გენდერული თანასწორობის ინსტიტუციონალური მექანიზმები დამტკიცდა; გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა ჩამოყალიბდა და მიღებული იქნა საკრებულოს მიერ, სამ მუნიციპალიტეტში.
პროექტი „ თემთა მობილიზაცია ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრისათვის" განხორციელდა პანკისის ხეობაში,ზოგიერთი ღონისძიება ჩატარდა თბილისში.
აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად ქალთა საინფორმაციო ცენტრამა გამოიყენა სამი სახის აქტივობა: საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული. პროექტის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა ისევე როგორც პანკისის ხეობის სოფლებში ასევე დედაქალაქში ტრადიციული და სოციალური მედიის საშუალებით.
დაგეგმილი ტრენინგების უმეტესობა წარმატებით განხორციელდა რეგიონში: ტრენინგები, ლექციები, სპორტული აქტივობები (ჭადრაკი, ნარდი, ცხენით ჯირითი), კულტურული აქტივობები (ხალხური კონცერტი დუისში, სამართლებრივი კონსულტაციები). 350 მდე ადამიანი იყო ჩართული პროექტში, რომელმაც მოიცვა პანკისის 9 სოფელი.
პროექტი "ქალთა მოძრაობის ისტორია" მიზნად ისახავდა დოკუმენტური ფილმის მომზადებას ქალთა მოძრაობისა და ფემინიზმის განვითარების შესახებ მეოცე საუკუნის 90-იან წლებში. ფილმში წარმოდგენილია სხვადასხვა თაობის ქალთა უფლებება დამცველები და მათი მუშაობა.
პროექტი ,,ასე უფრო მარტივია’’ განხორციელდა ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ საქართველოს ლატარიის კომპანიის მხარდაჭერით. პროექტის ,,ასე უფრო მარტივია’’ მეორე ეტაპისთვის განხილულ იქნა საქართველოს ლატარიის კომპანიის მიერ მოწოდებული და ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ შერჩეული ბენეფიციარი ოჯახები , საიდანაც შეიჩა 12 მათგანი, საქართველოს ოთხ რეგიონში.