ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
ქალები კავკასიაში: საერთო პრობლემები – გადაწყვეტილებების მიღების საერთო გზები
2013-03-28 00:00:00

2013 წლის 23 – 24 მარტს ერევანში გაიმართა რეგიონული კონფერენცია სახელწოდებით - ,,კავკასია – ჩვენი სახლი“. მასში მინაწილეობა მიიღო "ქალთა საინფორმაციო ცენტრის" თანამშრომელმა ნინო მოდებაძემ.
კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ ქალთა ორგანიზაციების წარმომადგენლები სომხეთიდან, აფხაზეთიდან, საქართველოდან,  დაღესტნიდან, ინგუშეთიდან, ჩრდილოეთ ოსეთსა და ჩეჩნმეთიდან. მონაწილეებს შესაძლებლობა  მიეცათ  განეხილათ საერთო პრობლემები, გაეზიარებინათ გამოცდილება და შეემუშავებინათ პრობლემის გადაჭრის გზები.
შეხვედრის ძირითადი თემები იყო ქალთა წინდაცვეთა, ადრეულ ასაკში ქორწინება,  განათლება.
კონფერენციაზე მონაწილეები შეთანხმდნენ საერთო პლატფორმის შექმნაზე, რომლის მიზანი იქნება გამოცდილების გაზიარება და ურთიერთთანადგომა ქალთა უფლებების საკითხებზე მთელს კავკასიაში.
კონფერენციის დასრულების შემდეგ დაჯილდოვება შედგა. ანაიტ–ბაიანდურის სახელობის პრემია ,, კავკასიის ქალები მშვიდობის სახელით“, ორგანიზაცია ,,დედა და შვილის“ ხელმძღვანელს, მალიკატ ჯაბიროვას და სომეხ წერალსა და პუბლიცისტს, ზარა ოვანისიანს გადაეცათ.  ხოლო პირველი პრემიის ლაურეატი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ხაჯიდა ისმაილოვა გახდა.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner