ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
ტრენინგი გენდერული ძალადობისა და თანასწორობის საკითხებზე ბოლნისის მუნიციპალიტეტში
2023-12-07 13:50:27

7 დეკემბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ქალთა საინფორმაციო ცენტრმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში გენდერული ძალადობის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართა.

ტრენინგი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის ნაწილია და ჩატარების მიზანს, ქალთა უფლებების, გენდერული თანასწორობისა და გენდერული ძალადობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.

სამუშაო შეხვედრას ექსპერტი გენდერის საკითხებში, მამუკა გაჩეჩილაძე უძღვებოდა. გენდერი და გენდერული ურთიერთობები, გენდერული სტერეოტოპები და მათი გავლენა საზოგადოებაზე, გენდერული ძალადობა და ფემიციდი, სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენცია და მასზე რეაგირება - ეს იმ თემების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ტრენერმა შეხვედრაზე მიმოიხილა. ტრენინგზე ასევე ხაზი გაესვა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხს. გამომსვლელმა და დამსწრეებმა ერთად იმსჯელეს იმ დამაბრკოლებელ ფაქტორებზე, რომლებიც ქალებისა და გოგოების პოტენციალის სრულფასოვნად გამოვლენას აფერხებს.

აღსანიშნავია, რომ სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, აქცენტი გაკეთდა გაუპატიურებასა და სექსუალურ ძალადობაზე, როგორც ხშირად გამოყენებად ბრძოლის იარაღზე ომის პირობებში.  დამსწრეები თემატურ ვიდეო მასალებსაც გაეცნენ, მათ შორის ისრაელის კონტექსტში. (ისრაელში ჰამასის მიერ ქალებისა და გოგოების გაუპატიურებისა და წამების ფაქტების ამსახველი სიუჟეტი) ამასთან, აღინიშნა საერთაშორისო საზოგადოების საკვანძო როლი გოგოებისა და ქალების მიმართ ძალადობის დასასრულებლად.

ამას გარდა, ტრენინგის მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ძალადობის მსხვერპლთათავის არსებული სერვისების/პროგრამების შესახებ.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ქალთა საინფორმაციო ცენტრს უკვე დიდი ხნის თანამშრომლობა აკავშირებთ. დღევანდელი შეხვედრაც თანამშრომლობის შედეგად ჩატარდა 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში.

აღსანიშნავი და ღირებულია, რომ ტრენინიგი არგუმენტებითა და სტატისტიკური მონაცემებით იყო გამყარებული. ბევრი საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოისმინა დამსწრე საზოგადოებამ - შეხვედრას ესწრებოდნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქმედი საბჭოების წევრები:  ახალგაზრდული საბჭო, შშმპ პირთა საბჭო, გენდერული თანასწორობის საბჭო და მერიის თანამშრომლები.

რაც შეეხება კამპანიას, ვთვლი, რომ საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია. ტრენინგებზე მიღებული ინფორმაცია ჩვენს ცნობიერში ილექება და მჯერა, რომ მომავალში პოზიტიურ ცვლილებებსაც გამოიწვევს. ვფიქრობ, რომ ცნობიერების ამაღლებას შეუძლია  იმ სამწუხარო და შემაშფოთებელ სტატისტიკის შეცვლა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს ძალადობის კუთხით. „- ამბობს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საკითხთა განყოფილების უფროსი, ნინო კარგარეთელი.

გაეცანით ქსც-ს მიერ შემუშავებულ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის ხელმისაწვდომი სერვისების/პროგრამების ინტერაქციულ რუკას.

სამუშაო შეხვედრა გაიმართა პროექტის ფარგლებში -"ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში" გაიმართა. პროექტი დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

ასევე გაეცანით:

WIC-ს CARE-ის ჯილდო მიენიჭა

ტრენინგი გენდერული ძალადობის საკითხებზე სოფელ პერევში

 

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner