ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
გენდერული დეზინფორმაცია - ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
2024-05-30 13:32:49

ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია.  

გენდერული დეზინფორმაცია განისაზღვრება, როგორც საინფორმაციო აქტივობები (შინაარსის შექმნა, გაზიარება და გავრცელება), რომელიც თავს ესხმის ან ძირს უთხრის ადამიანებს მათი გენდერის საფუძველზე და იარაღად აქცევს გენდერთან დაკავშირებულ ნარატივებს პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური მიზნებისათვის“.
 
კონკურსი მიზნად ისახავს ინფორმირების გაზრდას და ცნობიერების ამაღლებას გენდერულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით. გამარჯვებული ნამუშევარი გამოქვეყნდება "ქალთა საინფორმაციო ცენტრის" ფეისბუქის, ტვიტერისა და ინსტაგრამის გვერდებზე და ასევე, ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.  ნამუშევრები, შესაძლოა,  წარმოდგენილი იყოს, ასევე, ქალთა საინფორმაციო ცენტრის თემატურ ღონისძიებებზე.

საკონკურსო ნამუშევრები უნდა მოიცავდეს ისეთ საკითხებს როგორებიცაა:

  • ქალების წინააღმდეგ მიმართული გენდერული დეზინფორმაცია, რომელიც გენდერული სტერეოტიპებისა და მიზოგინიის საშუალებით საზოგადოებაში ქალების შესაძლებლობების მიმართ უნდობლობას აღვივებს;
  • ანტიდასავლური ხასიათის გენდერული დეზინფორმაცია, რომელიც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლბებს, კერძოდ, ქალთა უფლებებს და, თანასწორობის იდეასა;
  • გენდერული დეზინფორმაცია, რომელიც ამყარებს მცდარ წარმოდგენებს გენდერული თანსწორობის შესახებ, სახავს მას საზოგადოებისათვის საფრთხის შემცველ პრინციპად;
  • გენდერული დეზინფორმაცია, რომელიც ქალთა უფლებების დაცვის სხვადასხვა საკითხზე ავრცელებს სექსისტური სიძულვილის ენით გაჯერებულ  ინფორმაციას;
  • გენდერული დეზინფორმაცია, რომელიც ეწევა ფემინიზმის დემონიზაციას;
  • გენდერული დეზინფორმაცია, რომელიც მოითხოვს ქალთა უფლებების სფეროში მიღწეული შედეგების გადასინჯვას: მაგალითად, გენდერული კვოტების გაუქმებას, აბორტის კრიმინალიზაციას,  ოჯახში ძალადობის შესახებ კანონის გაუქმებას, სახელმწიფოს მიერ გენდერული პოლიტიკის გატარებაზე უარის თქმას;
  • გენდერული დეზინფორმაცია, რომელიც ქალთა ორგანიზაციებს, წარმოაჩენს  მავნე აქტორებად  და ცდილობს, შეარყიოს საზოგადოების  ნდობა ქალთა ორგანიზაციებისადმი;
  • გენდერული დეზინფორმაცია, რომელიც თავს ესხმის და  შეურაცხმყოფელ მესიჯებს ავრცელებს ქალთა უფლებების დაცვის აქტივისტების, ქალი პოლიტიკოსების და ჟურნალისტების შესახებ. 

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

ბლოგი/სტატია

  • უნდა პასუხობდეს კონკურსის მიზნებს და თემატიკას; 
  • უნდა იყოს შემოქმედებითი;
  • ტექსტი ლოგიკურად უნდა იყოს ორგანიზებული, აზრი გადმოცემული უნდა იყოს ნათლად და თანმიმდევრულად;
  • ტექსტი შესრულებული უნდა იყოს სალიტერატურო ნორმების დაცვით: გრამატიკულად, ორთოგრაფიულად და სტილისტურად გამართული, პუნქტუაციის წესების დაცვით;.
  • სასურველია, რომ მასალა იყოს მრავალფეროვანი და ინკლუზიური;
  • ტექსტი უნდა იყოს „Word“-ის ფორმატში; შრიფტი: Sylfaen. შრიფტის ზომა: 12;
  • ბლოგში მაქსიმალური სიტყვების რაოდენობა – 300-დან 3000-მდე. სტრიქონებს შორის ინტერვალი – 1.5.
  • იმ შემთხვევაში თუ იყენებთ კონკრეტულ ლიტერატურულ მასალას, მიუთითეთ თქვენი ბლოგის ბოლოს, ცალკე გვერდზე;
  • წყაროს დამოწმება: წყაროს ავტორი, გამოცემის წელი და გვერდი;. 
  • ბლოგს უნდა ერთვოდეს თემატური ფოტო/პოსტერი.

ვლოგი: 

  • უნდა პასუხობდეს კონკურსის მიზნებს და თემატიკას;
  • უნდა იყოს ინფორმატიული, შემოქმედებითი და საინტერესო;
  • სასურველია, რომ მასალა იყოს მრავალფეროვანი და ინკლუზიური
  • ვიდეოს გადაღება შეგიძლიათ  ნებისმიერი  ვიდეოგადამღები მოწყობილობით, (ვიდეოკამერა, ფოტო აპარატი, მობილური ტელეფონი და ა.შ.); 
  • ვიდეოს ფორმატი შეუზღუდავია, შეგიძლიათ  მოამზადოთ  ვი;დეო სიუჟეტი, რეპორტაჟი, მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ანიმაცია, და ა.შ.  ვიდეო მასალა უნდა იყოს HD ფორმატში;
  • ვიდეორგოლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2-3 წუთს; 
  • სასურველია, რომ თუ ვლოგი მოწოდებულია ეროვნული უმცირესობებით დასახლებული მუნიციპალიტეტებიდან, მას თან ერთვოდეს სუბტიტრები აღნიშნულ ენაზე. 

ფოტო ამბავი:

  • უნდა პასუხობდეს კონკურსის მიზნებს და თემატიკას;
  • უნდა იყოსი ინფორმატიული, შემოქმედებითი და საინტერესო; 
  • სასურველია, რომ მასალა იყოს მრავალფეროვანი და ინკლუზიური;
  • უნდა ერთვოდეს ორიგინალური ნარატიული აღწერილობა;
  • ფოტოს ფორმატი JPEG;
  • სასურველია ფოტო გადაღებული იყოს 780x580 ზომაზე;
  • მოწოდებულ ფოტოებზე არ უნდა იყოს დატანილი ლოგოები, ჩარჩოები და ა.შ.

პოსტერი:

  • პოსტერს უნდა ერთვოდეს ორგინილური თემატური სლოგანი
  • პოსტერი უნდა პასუხობდეს კონკურსის მიზნებს და თემატიკას
  • პოსტერი უნდა იყოს შემოქმედებითი და ინფორმატიული
  • პოსტერის ვიზუალი ნათლად უნდა ასახავდეს თემატიკას
  • პოსტერი, სასურველია, ეხმიანებოდეს ინკლუზიურ თემატიკას
  • პოსტერი  უნდა იყოს ფეისბუქ პოსტისა და ქავერის, ასევე ინსტაგრამ პოსტისა და სთორის  ფორმატებში. 

!! საინფორმაციო მასალები სპეციალურად ამ კონკურსისთვის უნდა მომზადდეს  და სხვა საინფორმაციო არხზე არ უნდა იყოს გამოქვეყნებული.  გამარჯვებული საკონკურსო ნამუშევრების ავტორები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან. საპრიზო თანხა - 300 ლარი, საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო მოსაკრებლის ჩათვლით. 

საკონკურსო ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 20 ივნისი, 12:00  საათი. გამარჯვებულ ნამუშევრებს ქალთა საინფორმაციო ცენტრის გუნდი გამოავლენს, შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით. 

დაინტერესებულმა პირებმა ნამუშევრები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე უნდა გამოგზავნონ: wicge.org.11@gmail.com; gvantsasanaia@gmail.com 

გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ავტორის სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია და ავტორის ფოტო სურათი. 

გისურვებთ წარმატებებს!

კონკურსი გამოცხადებულია  ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის ფარგლებში  “გენდერული დეზინფორმაციის წინააღმდეგ”, რომელიც ხორციელდება ორგანიზაცია ZINC NETWORK-ის მხარდაჭერით. პროექტი ხაზს უსვამს გენდერული გენდერული დეზინფორმაციის წინააღმდეგ მუშაობის მნიშვნელობას და მიზნად ისახავს ინფორმირების გაზრდას  და ცნობიერების ამაღლებას.


 

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner