"გენდერი და გენდერული დეზინფორმაცია" - თემაზე ორდღიანი ტრენინგი მიმდინარეობს "ქალთა საინფორმაციო ცენტრის" კონტენტ კრეატორების ქსელის წევრების მონაწილეობით. ტრენინგს WIC-ის გენდერის ექსპერტები მამუკა გაჩეჩილაძე და ლელა ხომერიკი უძღვებიან.
ტრენინგის ფარგლებში, რომელსაც ბლოგერები, ვლოგერები, გრაფიკული დიზაინერები, ცენტრალური და რეგიონული მედიების წარმომადგენლები ესწრებიან საუბარი შეეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა გენდერი, გენდერული როლები და ნორმები, გენდერული სტერეოტიპები და სტერეოტიპების მოქმედების შედეგები. ტრენინგის საკითხებს შორისაა, ასევე, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა და მისი მიმოხილვა საქართველოს კონტექსტში.
ტრენინგის მეორე დღე დაეთმობა გენდერულ დეზინფორმაციას, გენდერული დეზინფორმაციით გამოწვეულ საშიშროებებს და მის ძირითად სამიზნეებს. მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას სექსისტური სიძულვილის ენის და მისი ფორმების შესახებ, რეალური ქეისების განხილვის საფუძველზე. საუბარი შეეხება გენდერული დეზინფორმაციის მავნებლობას ციფრული გარემოშიც და ყურადღება გამახვილდება, ამ კუთხით, მედია წიგნიერების მნიშვნელობაზე.
ტრენინგი ტარდება "ქალთა საინფორმაციო ცენტრის: პროექტის ფარგლებში "გენდერული დეზინფორმაციის წინააღმდეგ", რომელიც ხორციელდება ორგანიზაცია ZINC NETWORK-ის მხარდაჭერით. Პროექტი ხაზს უსვამს გენდერული დეზინფორმაციის წინააღმდეგ მუშაობის მნიშვნელობას და მიზნად ისახავს ინფორმირების გაზრდას და ცნობიერების ამაღლებას.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა