ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
ქალები STEM-ში
2024-02-21 12:29:09

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართულების კოორდინატორი, ანა ნემსაძე დაესწრო "ახალგაზრდების რეგიონული ქსელის (YRN)" მიერ ორგანიზებულ ონლაინ სესიას თემაზე "ქალები STEM"-ში.

WIC-ის გუნდის წევრმა მონაწილეებს ამ მიმართულებით, საქართველოში, არსებული გამოწვევები და პოზიტიური ტენდენციები გაუზიარა.

"ჩვენმა გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების კომიტეტმა ონლაინ სესიას უმასპინძლა, რათა გაეზარდა ცნობიერება იმ გამოწვევების შესახებ, რომლებსაც ქალები აწყდებიან ამ სფეროებში. გვქონდა პატივი, გვყოლოდა ორი განსაკუთრებული სტუმარი, ანა ნემსაძე საქართველოდან და ჯონიდა ჰისა ალბანეთიდან, ორივე ძალიან შთამაგონებელი ქალია, თავის სფეროში." - ნათქვამია AER Youth Regional Networkის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

"საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, STEM-ის(მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა) დარგებში, გოგოების წახალისების მნიშვნელობა, დღითიდღე, იზრდება. თუმცა, ჯერ კიდევ, არის გამოწვევები, მათ შორის სტერეოტიპები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს მათ განვითარებას. საჭიროა მრავალმხრივი მიდგომა, გოგოების ჩართულობის გასაზრდელად და ადრეული მოქმედება შეიძლება იყოს ეფექტური გზა, თუნდაც STEM-ის ცნებებისა და აქტივობების გაცნობა გოგოებისთვის, სასკოლო პერიოდში. ღირებული იქნება, როგორც ფორმალური განათლების ახლებური მეთოდების დანერგვა, ასევე, არაფორმალური აქტივობების განხორციელება, რაც, როგორც წესი, მეცნიერებასა და მათემატიკას სახალისოს და ხელმისაწვდომს ხდის ახალგაზრდებისთვის.

მინდა ხაზი გავუსვა ორგანიზაციის ხედვასა და სტრატეგიას, WIC-ში ყოველთვის ვცდილობთ STEM-ით დაინტერესებული გოგოების/ქალების წახალისებას და ვაწარმოებთ აქტიურ საინფორმაციო კამპანიას, რათა მოტივაცია გავუჩინოთ სწორედ იმ ქალებს/გოგოებს, რომლებიც, შეიძლება, ჯერ ახალგაზრდები არიან, ახლა იწყებენ კარიერას და მნიშვნელოვანია, მიიღონ სწორი გადაწყვეტილება. ძალიან აქტიური კამპანია გვაქვს კონკურსის "ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან" თვალსაზრისით, რომლის ერთ-ერთი მიმართულება, თემატიკა სწორედ სტერეოტიპების მსხვრევაა.  ყოველთვიურად ირჩევა სხვადასხვა თემა და მონაწილეები ამუშავებენ ისეთ მასალებს, როგორებიცაა სტატიები, ბლოგები, ვლოგები, პოსტერები, ფოტოამბები. გვყავს არაერთი გამარჯვებული, რომლებიც ქმნიან არაჩვეულებრივ ნამუშევრებს, ყველაზე მეტად კი რაც მახარებს, არის ის, რომ მონაწილეები არიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. 

საერთო ჯამში, STEM-ში ქალების არასაკმარისი წარმომადგენლობის საკითხი, მოითხოვს სხვადასხვა დაინტერესებული მხარის, მათ შორის მასწავლებლების, პოლიტიკის შემქმნელების, მშობლებისა და ფართო საზოგადოების ერთობლივ ძალისხმევას, რათა შეიქმნას ინკლუზიური გარემო და შესაძლებლობები გოგოებისთვის, ამ მიმართულებით"- ამბობს ანა ნემსაძე.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner