ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
სამხრეთ კავკასიის, აღმოსავლეთ ევროპისა  და ცენტრალური აზიის  ქალ მედიატორთა რეგიონული კონფერენცია
2023-06-28 14:14:20

ქალთა საინფორმაციო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე, ელენე რუსეცკაია სტამბულში, ქალ მშვიდობის მშენებელთა გლობალური ქსელის (GNWP) ორგანიზებითა და ეუთოს (OSCE) მხარდაჭერით გამართულ რეგიონულ კონფერენციაზე სიტყვით წარდგა.

საქართველოდან კონფერენციაზე იმყოფებიან ასევე, ასოციაციის „თანხმობა“ ხელმძღვანელი, იულია ხარაშვილი და ფონდის „სოხუმი“ წარმომადგენელი, ეკა გამახარია. 

სამხრეთ კავკასიის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქალ მედიატორთა რეგიონული კონფერენციის მიზანია, მშვიდობის მშენებლობის დარგში სამოქალაქო საზოგადოების ქსელისა და ადვოკატირების სტრატეგიის შემუშავება. 

კონფერენცია მიზნად ისახავს, ასევე, მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით გამოცდილების, გამოწვევების, კარგი პრაქტიკების გაზიარებას და რეზოლუციის „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“ დღის წესრიგის შესრულებას აღნიშნულ რეგიონებში.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner