ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
ჟურნალისტ ქალთა აკადეემის სატრენინგო პროგრამა
2023-07-03 12:52:41

ქალთა საინფორმაციო ცენტრის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა კერძოდ კი, ანა სანაიამ და გვანცა სანაიამ კონკურსის პირველი ეტაპი გადალახეს და ჟურნალისტ ქალთა აკადეემის სატრენინგო პროგრამაში ჩაერთნენ.

ამ უნიკალური პროექტის ფარგლებში, მონაწილეები ცნობიერებას აიმაღლებენ ისეთ მნიშვნელოვანი თემების გაშუქებაზე, როგორებიცაა: დისკრიმინაცია, კონფლიქტი, მიგრაცია, ეკოლოგია და სხვ.

პროექტის პირველი სესია ბორჯომში გაიმართა და გამომსვლელებმა შეხვედრაზე მიმოიხილეს: ქართველი ქალები და მიგრაცია, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საკითხების, ფემიციდისა და სენსიტიური თემების ეთიკური მედია გაშუქება და სხვ.

ცნობისთვის, პროექტი სექტემბრამდე გაგრძელდება. მისი მიმდინარეობის პროცესში მონაწილეები აქტიურად გამოაქვეყნებენ ნაშრომებს, ხოლო პროექტის დასასრულს კი გამარჯვებული სამეული ბერლინში გაემგზავრება.

ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენი გუნდის წევრებს და ვუსურვოთ წარმატებები!

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner