ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
ქსცს გუნდის წევრები, სოფელ პერევში თემის ლიდერ ქალებს შეხვდნენ
2023-07-12 13:18:41

უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრიორიტეტული საკითხები, ინფრასტრუქტურა და სოციალური პრობლემები - ამ და სხვა თემებზე, ადვოკატირების კამპანია დაგეგმეს "ქალთა საინფორმაციო ცენტრის" მშვიდობის მშენებელმა ქალებმა, თემის ლიდერი ქალების ჩართულობით. 

ქსცს გუნდის წევრები, სოფელ პერევში იმყოფებოდნენ და კოალიციური პროექტის ფარგლებში გაძლიერებულ თემის ლიდერ ქალებს შეხვდნენ. გამოიკვეთა რიგი გამოწვევები, რომლებიც სამომავლოდ, ერთი ფანჯრის პრინციპის მეთოდოლოგიის გამოყენებით განიხილება და პასუხისმგებელი უწყებების ჩართულობით, შეძლებისდაგვარად გადაწყდება.

ე.წ. ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან არსებულ სოფლებში აქტიური ადვოკატირების კამპანიის წარმოება კოალიციური პროექტის მნიშვნელოვანი და გრძელვადიან შედეგებზე ორიენტირებული კომპონენტია. ჩატარებული ფოკუს ჯგუფის ფარგლებში, შეფასდა, ასევე, WICის მიერ განხორციელებული აქტივობები, პროექტის მიმდინარეობა და გამოიკვეთა სამომავლო თანამშრომლობის ინიციატივები.

პროექტს „ქალები და ახალგაზრდები, ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის“ "ქალთა საინფორმაციო ცენტრი' გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ახორციელებს.
 

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner