ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საჭიროებათა კვლევა ჩატარდა 
2023-07-28 12:53:11

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მიერ საჭიროებების კვლევის ჩატარების მნიშვნელოვანი ინიციატივის განსახილველად, ხელვაჩაურის მერიის განათლებისა და კულტურის განყოფილების ხელმძღვანელს ქეთევან დევაძეს გავესაუბრეთ.

კვლევის განხორციელების იდეა, ახალი პროგრამებისა და ინიციატივების დაგეგმვისას, ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნების გათვალისწინების აუცილებლობიდან წარმოიშვა. უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანური და ფინანსური რესურსების სიმცირის გამო, ასეთი კვლევის ჩატარება შეიძლება იყოს რთული. მიუხედავად ამისა, ხელვაჩაურის ქალთა ოთახმა, (მენეჯერები მაგდანა მალაყმაძე და მარიამ ჩხიკვაძე) - მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურთან თანამშრომლობით, გამოხატა ინტერესი მოსახლეობის საჭიროებების გამოსავლენად, გენდერულ ჭრილში.

კვლევის განსახორციელებლად, მუნიციპალიტეტმა, ქალთა საინფორმაციო ცენტრთან გადაწყვიტა თანამშრომლობა, ორგანიზაციასთან,  რომელსაც უკვე დიდი გამოცდილება აქვს ამ მიმართულებით.

ქალთა საინფორმაციო ცენტრმა, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ჩაატარა კვლევა, რამაც თანამშრომლობის  უფრო მეტი ინტერესი გააჩინა. ქსც - არის ორგანიზაცია, რომელსაც არაერთი საინტერესო პროგრამა და პროექტი აქვს განხორციელებული. ამასთან, ემსახურება ქალებისა და მათი ოჯახების გაძლიერებას.“ - ამბობს ქეთევანი.

კვლევის ღირებულებას რაც შეეხება,  რესპონდენტის თქმით, იდენტიფიცირებული მონაცემები პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადებას შეუწყობს ხელს, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს მომავალი ინიციატივების შესაბამისობას საზოგადოების რეალურ საჭიროებებთან. კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციის გამოყენება, მუნიციპალიტეტს საშუალებას მისცემს უფრო ეფექტურად დაგეგმოს ბიუჯეტი და რაციონალურად გაანაწილოს რესურსები.

ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის დაგეგმარება, უპირველეს ყოვლისა, მოსახლეობის საჭიროებებს ეფუძნება და რაციონალურად ნაწილდება. კვლევის პროცესში გამოვლენილი საკითხები და სტატისტიკური მონაცემები კი უფრო   ნათელს ხდის იმ ფაქტს, რომ ნებისმიერი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი  საჭიროებების მიხედვით უნდა დაიგეგმოს და არა სუბიექტური გადაწყვეტილებების საფუძველზე.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს, ინფორმაცია სოფლების მიხედვით აქვს იდენტიფიცირებული, საჭიროებების შესაბამისად. ეს კი, დამერწმუნებით, ძალიან მნიშვნელოვანია. „ - აცხადებს ქეთევანი.

ხელვაჩაურის მერიის განათლებისა და კულტურის განყოფილების სამსახურის ხელძღვანელი ამბობს, რომ მერიის წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობდნენ საველე სამუშაოებში. აღნიშნავს, რომ მთავარი გამოწვევები დროის ფაქტორი და პერსონალის მომზადება იყო, თუმცა შრომა დაფასდა, რადგან მათ ღირებული ინფორმაცია მოიპოვეს.

კვლევის პროცესი იყო საკმაოდ რთული, დროის განსაზღვრული პერიოდის გამო. თუმცა ამ სამუშაოს ჩატარება იყო აუცილებელი. ამგვარად, მერის წარმომადგენელს ჰქონდა საშუალება, უფრო დეტალურად გასცნობოდა თითოეული ოჯახის საჭიროებებს.

გამოწვევა გვქონდა პერსონალის ტექნიკური მომზადების კუთხითაც.  ადგილზე,  სოფლად მცხოვრები თითოეული ოჯახის მონაცემების ანკეტირება ხელით ხდებოდა, რაც ასევე შრომატევადია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან, კვლევას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, რადგანაც ის არაპარტიულ ხასიათს ატარებდა.“- გვიყვება ქეთევან დევაძე და ამატებს, რომ სასურველია, მუნიციპალიტეტი, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების კვლევას პერიოდულად ახორციელებდეს.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner