ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
ვიდეო გალერეა
შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა
2023-01-19 17:26:21

გენდერული თანასწორობის ინტეგრირება და გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში, 2020-2022 წლებში მიღებული კარგი პრაქტიკა და გაკვეთილები

- ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით,  პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. 
ქალთა საინფორმაციო ცენტრი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, მეთოდოლოგიურ და საექსპერტო მხარდაჭერას პერმანენტულად ახორციელებდა. 

შემაჯამებელი შეხვედრის მიზანია ადგილობრივ დონეზე, გენდერული თანასწორობის ინტეგრაციის შესახებ დასკვნებისა და შედეგების წარდგენა/განხილვა, კარგი პრაქტიკების გაზიარება, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის პროცესში გამოწვევებისა და დაბრკოლებების განხილვა, მიღწეული შედეგების შეჯამება და მდგრადობის უზრუნველყოფა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები/გადაწყვეტილების მიმღები პირები, მათ შორის, პარლამენტის მუდმივმოქმედი გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, ნინო წილოსანი და საბჭოს წევრი - ანა ნაცვლიშვილი, ასევე, მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირები. 

შეხვედრას ესწრებოდნენ  გერმანიის საელჩოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები. 

გაიმართა ფოტო გამოფენა „შენი ქალაქის ხმა“, რომლის ფარგლებშიც ნათელა გრიგალაშვილისა და ზალიკო სულაკაურის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. 

ფოტო მასალები ხარაგაულისა და  ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში მომზადდა და მისი მიზანი იყო, არტ-პერფორმანსის მეშვეობით, ადგილობრივი, სხვადასხვა ასაკის ქალების პრობლემებისა და საჭიროებების წარმოჩენა.
პროექტი „შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის - კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის - მხარდაჭერით განხორციელდა.

პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტები იყვნენ ქედა, ზუგდიდი, ოზურგეთი, ამბროლაური, ხარაგაული, ასპინძა, ხაშური, რუსთავი, გურჯაანი და ყაზბეგი.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner