ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები

"ქალთა საინფორმაციო ცენტრი", ქალთა პოლიტიკური გაძლიერებისა და გენდერული კვოტირების საკითხის ლობირების მიზნით, აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან.

პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრებისა და მოლაპარაკებების პროცესში, საინიციატივო ჯგუფსა და დამოუკიდებელ კანდიდატებთან თანამშროლობით, ქალი კანდიდატებისათვის სპეციალური ტრენინგ–მოდული შემუშავდა. შეიქმნა სპეციალური სახელმძღვანელო – "ქალთა მონაწილეობა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.“

ქალი კანდიდატების შესაძლებლობებისა და პოტენციალის უკეთ წარმოჩენის მიზნით, „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“, სხვადასხვა მედიასაშუალებებთან თანამშრომლობით, ამზადებს ტელე და რადიოგადაცემებს.

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელისშემწყობი ღონისძიებების ფარგლებში,  „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“  მედიამონიტორინგს ატარებს. კვლევა რომელიც წინასარჩევნო პროცესებში ქალი კანდიდატებისათვის საეთერო დროის დათმობას, მათი მოხსენიების კონტექსტსა და ტელეეთერით გამოყენებულ გენდერულ ტერმინოლოგიას სწავლობს, მაისიდან ივლისამდე პერიოდს მოიცავს.

Task force ჯგუფის ინიციატივით, „ქალთა საინფორმაციო ცენტრმა“,  USAID-ის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის, „ქალები, როგორც აქტორები, ცვლილებებისა და გაძლიერებისათვის“ ფარგლებში, გენდერულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებმა, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ქალთა დაბალ მონაწილეობასთან დაკავშირებით, „პრაიმ–თაიმის“ პრესკლუბში საგანგებო განცხადება გააკეთეს.

„ქალთა საინფორმაციო ცენტრმა“, ბრიტანულ საქველმოქმედო ორგანიზაცია OXFAM-თან ერთად, კოალიციასთან „ქალთა პოლიტიკური ჩართულობისთვის“ მორიგი შეხვედრისას, პროექტის  მეორე ეტაპის პრეზენტაცია გამართა. პროექტი, გენდერული თანასწორობის კუთხით, ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, ინსტიტუციური მექანიზმისა და კოალიციის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

„ქალთა საინფორმაციო ცენტრმა“, ბრიტანულ საქველმოქმედო ორგანიზაცია OXFAM-თან ერთად, კოალიციასთან „ქალთა პოლიტიკური ჩართულობისთვის“ მორიგი შეხვედრისას, გენდერული შეფასების კვლევის ანგარიში და რეკომენდაციები გააცნო.

2014 წლი ივნისში, „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებით  გამართულ სამუშაო შეხვედრაზე,  Task Force ჯგუფის  მიერ, გაკეთდა სპეციალური მიმართვა პარლამენტისადმი, რომელშიც ორგანიზაციებმა საკანონმდებლო ორგანოს, გენდერული კვოტის შემოღების ინიციატივის მხარდაჭერისაკენ და, ამით, სტამბულის კონვენციის რატიფიცირებისაკენ მოუწოდეს.

  57 58 59 60 61 62 63  

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner