ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები

ქალთა ეკონომიკური გაძლირება ორგანიზიის ახალი მიმართულებაა. ინფორმაციის უკეთ მოგროვების მიზნით, სამიზნე რეგიონებში შეირჩა კონკრეტული ლოკაციები, სადაც თემის მობილიზაციისა და სათემო მუშაკის შერჩევის მიზნით, მუშაობა მიმდინარეობს.

2014 წლის გაზაფხულზე, ოჯახში ძალადობის შემთხვევების შედეგად მოკლული ქალების თაობაზე, „ქალთა საინფორმაციო ცენტრმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე, ფატალური შედეგების თავიდან აცილების მიზნით, დროული და ადეკვატური რეაგირება მოითხოვა.

პროტესტს 150–მდე ადამიანი, მათ შორის, სამოქალაქო სექტორის, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და კანდიდატი ქალებიც შეუერთდნენ. ორგანიზატორების თქმით, აქცია აპოლიტიკური იყო. მათი განცხადებით, ისინი გმობენ ქალთა მიმართ ძალადობას და არასრულწლოვან გოგონასთან დაკავშირებით, ფაქტზე სამართალდამცავებისაგან დროულ და მიუკერძოებელ გამოძიებას მოითხოვენ.

„მამაკაცური საუბრები“, ტრენინგი, რომელიც ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, მამაკაცთა ცნობიერების ამაღლებას ემსახურება, პანკისის ხეობის მოსახლეობისათვის ინტენსიურად ტარდება.

სამიზნე ჯგუფს ოჯახში ძალადობის სერვისის მიმწოდებლები,  პოლიციელები, ამბულატორიის თანამშრომლები, მასწავლებლები, სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები, უხუცეს ქალთა და კაცთა საბჭოს წევრები წარმოადგენენ.

შეჯიბრში, რომელშიც შვიდი დუისელი ქალი მონაწილეობდა, ყველაზე ახალგაზრდა ჟანა დადაევა, ადგილობრივი სკოლის #11 კლასის მოსწავლეა. ის სკოლაში არსებულ გოგონათა ფრენბურთის გუნდის წევრიცაა და სპორტით აქტიურად არის დაკავებული.

„ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ მიერ, პანკისის ხეობაში მცხოვრები ქალებისათვის, ორგანიზციის იურისტი კონსულტაციებს ატარებს. ამ ეტაპისათვის, მსგავსი ტიპის დახმარება, ასამდე ქალმა მიიღო.

კვლევა ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტთან“ თანამშრომლობით ტარდება.  კვლევის განხორციელებაში ჩართულები არიან კონკურსის საფუძველზე შერჩეული სტუდენტები.

  58 59 60 61 62 63  

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner