ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები

სემინარის მონაწილეებს, ორგანიზატორებმა პოლონური არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების მუშაობის სპეციფიკა გააცნეს ოჯახში ძალადობის, ქალთა უფლებებისა და ტრეგიკინგის საკითხებზე.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, „ქალთა საინფორმაციო ცენტრისა“ და პოლონური არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა დახმარების ცენტრის“ ორგანიზებით, ჩატარდა სემინარი თემაზე „ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში – პრობლემები და გამოწვევები“.

უსაფრთხოების სექტორში გენდერული თანასწორობისა და ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოების პრინციპების ინტეგრირებასთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო და სამოქალაქო პერსონალმა სპეციალური ტრენინგი გაიარა.

 ბიბილური, რომელიც შიდა ქართლში მოქმედი ორგანიზაციის, ”მეგობრობის ხიდი - ქართლოსის” ხელმძღვანელი და „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ შიდა ქართლის წარმომადგენელია, არის პირველი ქართველი, რომელსაც აღნიშნული პრემია გადაეცა.

ბოლო პერიოდში, აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებთან  დაკავშირებით, „ქალთა საინფორმაციო ცენტრმა“ სპეციალური მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც მხარეებს  მშვიდობიანი დიალოგის გზით, დაძაბულობის დაუყოვნებლივ განმუხტვისაკენ მოუწოდა.

ბრიუსელში, ნატოს ეგიდით შედგა სამოქალაქო საზოგადოების კონსულტაციები ევრო-ატლანტიკური პარტნიორობის პოლიტიკის იმპლიმენტაციის შესახებ, რომელიც ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების პოლიტიკას შეეხებოდა.

USAID-ისა და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტების ფარგლებში, გადაცემათა ციკლი „გენდერი და საზოგადოება“ პირველად დაინერგა კახეთის რეგიონში. გადაცემა თელავის ტელეკომპანია „თანამგზავრის“ ეთერით მზადდება და გადაიცემა.

სამხრეთ კავკასიის საინფორმაციო გენდერული ქსელი, 2002 წლიდან მოქმედებს. საიტი სამენოვანია (ქართული, რუსული, ინგლისური)  და სამხრეთ კავკასიაში გენდერზე ორიენტირებულ ერთადერთ პორტალს წარმოადგენს.

  59 60 61 62 63  

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner