ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები

„ქალთა საინფორმაციო ცენტრმა“ 2014 წლის 6 მაისს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, გენდერული მეინსტრიმინგის დასანერგად გენდერულ საკითხებში მრჩევლის დანიშვნის შესახებ, თხოვნით მიმართა.

 „ქალთა საინფორმაციო ცენტრმა“ გენდერული  თანასწორობის  საბჭოსა და  World Vision – თან თანამშრომლობით  გენდერული შეფასების კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია მოაწყო. კვლევა  მოიცავდა  შემდეგ სფეროებს: პოლიტიკური მონაწილეობა და მმართველობა, გენდერი და მედია, როლების გადანაწილება, ჯანდაცვა, განათლება, შრომის ბაზარი, ძალადობა ქალის მიმართ, ტრეფიკინგი და სხვა. დოკუმენტი გენდერულ საკითხებთან საქართველოში არსებულ ვითარებას ასახავს.

ქალთა საინფორმაციო ცენტრმა, 13 არასამთავრობო ორგანიზაციასა და ორი ქსელის რეკომენდაციებზე დაყრდნობით, CEDAW კომისიისათვის მოამზადა ალტერნატიული ჩრდილოვანი ანგარიში.

კონფერენციაზე მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ განეხილათ საერთო პრობლემები, გაეზიარებინათ გამოცდილება და შეემუშავებინათ პრობლემის გადაჭრის გზები.

  60 61 62 63  

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner